Aa
Aa

დიდი ჩინური გარიგება - მოდესტე კანავაროს გუნდში ითამაშებს!

ჩინეთის სუპერ ლიგის დებუტანტი "ტიანძინ ქუანძინი", რომელიც მოლაპარაკებებს პიერ-ემერიკ ობამეიანგთანაც აწარმოებდა, ენტონი მოდესტეთი გაძლიერდება.

"ტიანძინმა" გერმანულ "კიოლნთან" მოდესტეს ტრანსფერი 35 მილიონ ევროდ შეათანხმა. ფრანგი ფორვარდი თავიდან ჩინეთში იჯარის წესით ითამაშებს, რისთვისაც "თხები" 6 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ 29 მილიონი ევრო ჩაერიცხებათ და შავკანიანი ფორვარდი "ტიანძინის" საკუთრება გახდება.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში წასვლა თავად 29 წლის თავდამსხმელსაც სურდა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ "ვესტ ჰემში" გადასვლა იუარა.

მოდესტემ ბუნდესლიგის გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და "კიოლნის" მაისურით 25 გოლი შეაგდო, რითაც მხოოლოდ პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ "ტიანძინ ქუანძინის" მთავარი მწვრთნელი ფაბიო კანავაროა, ხოლო მის რიგებში აქსელ ვიტსელი და ალეშანდრე პატო თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები