Aa
Aa

"სამტრედია" "ყარაბაღთან" განადგურდა

საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" "ჩემპიონთა ლიგის" II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" 0:5 განადგურდა.

იმერლების კარში პირველი გოლი შეხვედრის მე-10 წუთზე პენალტიდან გავიდა - თავი აფრან იზმაილოვმა გამოიჩინა.

პირველი ტაიმის მიწურულს ნდლოვუმ ჯერ თამაშიდან, შემდეგ კი პენალტიდან გაიტანა და შესვენებაზე გუნდები 3:0-ით გავიდნენ.

მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად წარიმართა და უპირატესობას აზერბაიჯანული კლუბი ფლობდა. თამაშის ბოლოს გერიემ და მიჩელმა კიდევ შეაგდეს და საბოლოო ანგარიში, 5:0 დააფიქსირეს.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები