ოფიციალურად: ხამესი 2 წლიანი იჯარით
Aa
Aa

ოფიციალურად: ხამესი 2 წლიანი იჯარით "ბაიერნში" გადავიდა!

მიუნხენის "ბაიერნის" "ტვიტერის" გვერდმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხამეს როდრიგესი "რეკორდმაისტერის" რიგებში ჩაირიცხა.

გერმანელებმა კოლუმბიელი სუპერვარსკვლავი 2 წლიანი იჯარით აიყვანეს და 2019 წელს მისი გამოსყიდვის საშუალებაც ექნებათ.

როგორც მადრიდული AS წერს, "რეკორდმაისტერი" ორი წლის მანძილზე 5-5 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო 2019 წლის ივნისში "რეალის" ანგარიშზე 35 მილიონ ევროს ჩარიცხავს, რითაც ფეხბურთელს საბოლოოდ გამოისყიდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები