მარკიზიო: ხედირას გადმოსვლით მოხარული ვარ
Aa
Aa

მარკიზიო: ხედირას გადმოსვლით მოხარული ვარ

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი სემი ხედირა, ტურინის „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ამ ფაქტს ტურინელთა ერთ-ერთი ლიდერი, კლაუდიო მარკიზიო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხედირას ტრანსფერი მის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. იტალიელ ნახევარმცველს იმედი აქვს, რომ ტურინელთა რიგებს, არც კარლოს ტევესი და ანდრეა პირლო დატოვებენ.

„ეს შესანიშნავი ტრანსფერია. ბოლო წლებია კლუბი ძალიან კარგად მუშაობს, რადგან თითქმის ყველა ძლიერი ნახევარმცველი იაფად შევიძინეთ. ხედირა ძალიან დაგვეხმარება და მიხარია, რომ იგი „იუვენტუსში“ ითამაშებს. ჭორები ტევესისა და პირლოს ირგვლივ? თუ ასეთი ხმები ვრცელდება, ესეიგი აღელვების მიზეზიც არსებობს. მათ გუნდისთვის ჯერ კიდევ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ისინი უდიდესი ფეხბურთელები არიან და ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ მაინც ჩვენთან დარჩებიან“ - განაცხადა კლაუდიო მარკიზიომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები