Aa
Aa

Sky Italia: დუგლას კოშტა "იუვესთან" ერთ ნაბიჯშია!

Sky Italia-ს ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსმა“ დუგლას კოშტას ტრანსფერი შეათანხმა და ფეხბურთელი ოთხშაბათს იტალიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავა.

„ბებერი ქალბატონის“ გენერალური მენეჯერი ჯუზეპე მაროტა გერმანიაში დღეს გაემგზავრება და მოლაპარაკებების დასკვნით ნაწილს თავას გამართავს. აღსანიშნავია, რომ გუშინ „ბაიერნის“ წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ გარიგება ფინიშისკენ მიდის.

იმავე Sky Italia-ს თქმით, კლუბებმა შეთანხმებას იჯარასა და გამოსყიდვის ვალდებულებაზე მიაღწიეს. იტალიელები იჯარაში 6 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო მომავალ ზაფხულს „ბაიერნის“ ანგარიშზე 40 მილიონი ევროს ჩარიცხვა მოუწევთ.

ბრაზილიელ ფეხბურთელს ტურინელებთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.

აქვე დავამატოთ, რომ „იუვეს“ ხელმძღვანელები ამ კვირაში ბლაიზ მატუიდისა და მის აგენტ მინო რაიოლასთან შეხვედრას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები