მატჩის წინ - ყარაბაღი VS სამტრედია
Aa
Aa

მატჩის წინ - ყარაბაღი VS სამტრედია

საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" დღეიდან 2017-18 წლების სეზონის "ჩემპიონთა ლიგაზე" ჩაერთვება და ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" დაუპირისპირდება.

იმერული კლუბი "ჩემპიონთა ლიგაზე" სადებიუტო მატჩს ჩაატარებს, ხოლო ევროტურნირებზე ეს მისი მე-5 შეხვედრაა.

რაც შეეხება "ყარაბაღს", ის ბოლო წლებში მშვენივრად ასპარეზობს და ზედიზედ 3 სეზონია "ევროპა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს.

"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ მოახლოებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული. ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ. თუკი აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" გახდა, გამოდის, რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი შარშანდელი მეტოქე "გაბალა". თუმცა ერთ ადგილს არც ჩვენ ვტკეპნიდით და ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს.

მეტოქე ძლიერია. ის სწრაფ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, თანაც დღეს ფანებისგანაც დიდი მხარდაჭერა ექნება". - განაცხადა ცეცაძემ.

საქართველოს ჩემპიონი თამაშისთვის შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ილია სტურუა, ოთარ სტურუა. 

მცველები: გიორგი ახალაძე, ბაქარ ბალდე, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა კასრაძე, დავით მანჯგალაძე, გიორგი მჭედლიშვილი, დავით მთივლიშვილი, ვალერი ოლხოვი, ნიკა სანდოხაძე, ირაკლი დოლიძე. 

ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, გიგლა ბურკაძე, გიული მანჯგალაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, აკაკი ნინუა, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია. 

თავდამსხმელები: გიორგი ბერიაშვილი, დავით ჯიქია, ზაურ ხაბეიშვილი, ნიკოლოზ საბანაძე.

დღევანდელი მატჩი, რომელიც ტოფიკ ბახრამოვის სახელობის 32 ათასიან სტადიონზე გაიმართება, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგვთავაზებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები