Aa
Aa

რუნიმ "ევერტონთან" 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

უეინ რუნი 13 წლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ „ევერტონს“ დაუბრუნდა და მასთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Liverpoolecho-ს ინფორმაციით, რუნის ყოველკვირეული ხელფასი 150 ათასი ფუნტი, შესაბამისად, წლიურად დაახლოებით 8.8 მილიონი ევრო იქნება.

„13 წლის წინ „იუნაიტედში“ ტიტულების მოსაგებად გადავედი და მოხარული ვარ, რომ ამ უდიდესი კლუბის ერთ-ერთი წარმატებული პერიოდის მონაწილე გავხდი.

„ევერტონში“ იმიტომ დავბრუნდი, რომ მჯერა რონალდ კუმანის და იმის, რომ ჩვენ ერთად ძლიერი გუნდის აშენებას შევძლებთ. ესაა გუნდი, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის ვგულშემატკივრობდი.

 31 წლის რუნი სწორედ "ევერტონის" სკოლის აღზრდილია. 2004 წელს მასში "მანჩესტერმა" ლივერპულელებს 20 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

„შრეკმა“ ბობი ჩარლტონს გასულ სეზონში გადაასწრო და „მანჩესტერის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან „წითელი ეშმაკების“ რიგებში 559-ჯერ ითამაშა და 253 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები