იბრაჰიმოვიჩმა
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩმა "მილანში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

„Sky Sport“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პარი სენ ჟერმენის“ შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა უახლოეს დღეებში „მილანში“ დაბრუნდეს.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, გუშინ ადრიანო გალიანისა და იბრაჰიმოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელსაც ასევე შვედი თავდამსხმელის აგენტი, მინო რაიოლა ესწრებოდა. გალიანის კითხვაზე, სურდა თუ არა მას "როსონერიში" დაბრუნება, ზლატანმა თანხმობა განაცხადა. „მილანის“ შემდეგი ნაბიჯი "პსჟ"-თან მოლაპარაკებების წარმოება იქნება. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი, სავარაუდოდ ხვალ შედგება.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010-2011 და 2011-2012 წლებში გამოდიოდა და კლუბთან ერთად არაერთ წარმატებას მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები