Aa
Aa

"მანჩესტერი" კიდევ უფრო გააქტიურდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. კოლუმბიელმა შაბათს გამოაცხადა, რომ „რეალის“ ოფიციალურად დატოვება სამშაბათამდე სურს, რადგან „სამეფო კლუბს“ ამერიკულ ტურნეში არ გაყვეს. მადრიდელები ამერიკაში 11 ივლისს მიემგზავრებიან.

აღსანიშნავია, რომ AS-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანმა კლუბის ხელმძღვანელობას შეუთვალა, რომ ხამესის თაობაზე არსებული შეთავაზებები განიხილონ და მის გაყიდვაზე იმუშაონ.

„რეალი“ კოლუმბიელიც სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო „მანჩესტერი“ ცდილობს მას სატრანსფერო ფასი დააწევინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები