რობი ფაულერი:
Aa
Aa

რობი ფაულერი: "ლუკაკუსი მიკვირს, ეს უბრალოდ სასაცილოა"

"ლივერპულის" ლეგენდარული ფეხბურთელი რობი ფაულერი, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს გამოეხმაურა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"უნდა გამოგიტყდეთ, რომ ლუკაკუს გადაწყვეტილებით გაკვირვებული ვარ. ეს სასაცილოა. რატომ უნდა გინდოდეს მწვრთნელთან მუშაობა, რომელმაც უკვე ორჯერ მიგახვედრა, რომ შენ საკმარისად კარგი არ ხარ. ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია". - განაცხადა ფაულერმა.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ლუკაკუ, სწორედ მოურინიოს "ჩელსიში" ყოფნის დროს დაიწუნა გუნდმა და ტრანსფერზე დააყენა.

დღევანდელი რეალობა კი ასეთია - ბელგიელი ფეხბურთელი კვლავ ჟოზეს თავკაცობით ითამაშებს. "წითელ ეშმაკებს" მისი ტრანსფერი 75 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები