ლუკაკუს პირველი კომენტარი
Aa
Aa

ლუკაკუს პირველი კომენტარი "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, რომელუ ლუკაკუმ ტრასფერის შემდეგ პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

"ეს დიდებული გუნდია მსოფლიოში. მას სურს ისევ მოიგოს ჩემპიონატი და კვლავ გახდეს დომინანტი მსოფლიოში. მე ყოველთვის მინდოდა მებრძოლა დიდი მიზნებისთვის და როდესაც ასეთი შემოთავაზება მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ", - განუცხადა ლუკაკუმ ESPN-ს.

"მე მოხარული ვარ, რომ მივიღე შანსი, გავხდე ისტორიის ნაწილი. ვიმეორებ, ეს არის მსოფლიოს უდიადესი გუნდი, საუკეთესო სტადიონით და საუკეთესო ქომაგებით".

" "მანჩესტერს" აქვს ყველაფერი, რომ კვლავ გახდეს დომინანტი გუნდი. მე, მოხარული ვარ, რომ მომეცა შანსი ვიმყოფებოდე აქ. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოვაჩინო". - დაასრულა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომ "ევერტონმა" ბელგიელის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი და უეინ რუნი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები