Skysports: რუნიმ
Aa
Aa

Skysports: რუნიმ "ევერტონში" სამედიცინო შემოწმება გაიარა!

ბრიტანული Skysports-ის კამერებმა უეინ რუნი ლივერპულში დააფიქსირეს, სადაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.

პოპულარული სპორტული გამოცემის თქმით, "მანჩესტერმა" და "ევერტონმა" რუნის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს და ისინი გარიგებას ოფიციალურად უახლოეს საათებში გამოაცხადებენ.

გუშინ liverpoolecho-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუნი "ევერტონთან" 2 წლიან კონტრაქტზეა შეთანხმებული. მისი ყოველკვირეული ხელფასი კი 150 ათასი ფუნტი (წლიურად დაახლოებით 8.8 მილიონი ევრო) იქნება.

31 წლის რუნი სწორედ "ევერტონის" სკოლის აღზრდილია. 2004 წელს მასში "მანჩესტერმა" ლივერპულელებს 20 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

ინგლისელი ფორვარდი 253 გოლით "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან ბობი ჩარლტონს (249 გოლი) გასულ სეზონში გადაასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები