„ბაიერნმა“ დარმიანის სანაცვლოდ „ტორინოს“ 15 მილიონი ევრო შესთავაზა
Aa
Aa

„ბაიერნმა“ დარმიანის სანაცვლოდ „ტორინოს“ 15 მილიონი ევრო შესთავაზა

იტალიური „ტორინოს“ მარჯვენა მცველმა, მატეო დარმიანმა კარიერა შესაძლოა „ბაიერნში“ გააგრძელოს. მიუნხენელები მზად არიან 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა ტურინელები 20 მილიონს ითხოვენ. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „Gazzetta dello Sport” ავრცელებს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, მატეო დარმიანმა 33 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 2 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. 25 წლის მარჯვენა მცველის შეძენით, „ბაიერნის გარდა, ასევე მადრიდის „რეალი“ და მილანის „ინტერი“ არიან დაინტერესებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები