მესის პირობითი პატიმრობა შეეფარდა
Aa
Aa

მესის პირობითი პატიმრობა შეეფარდა

ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლიონელ მესის პირობითი პატიმრობა და ჯარიმის სახით 250 ათასი ევროს გადახდა შეეფარდა.

აღნიშნული განჩინება სასამართლომ რამდენიმე საათის წინ გამოიტანა და მისით არგენტინელს 21 თვიანი პატიმრობა შეუცვალა.

მესის ციხეში ჩაჯდომა აღარ მოუწევს, ისევე როგორც მის მამა ხორხეს, რომელსაც 15 თვიანი პატიმრობის სანაცვლოდ 180 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავს ესპანეთის პროკურატურა 4.1 მილიონი ევროს საგადასახადოსთვის დამალვას ედავება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები