Aa
Aa

"ლესტერი" აიჰენაჩოს ტრანსფერში ფავორიტია

ინგლისის ექს-ჩემპიონი „ლესტერი“ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა და „სევილიადან“ ვისენტე იბორა უკვე დაიმატა.

„მელიები“ ამჟამად კელეჩი აიჰენაჩოს ტრანსფერზე მუშაობენ და თუკი ბრიტანულ skysports-ს დავუჯერებთ, საამისოდ ყველაზე კარგი შანსი აქვთ.

აიჰენაჩო არდადეგებზეა და სანამ ის საფეხბურთო ამბებს არ დაუბრუნდება, გარიგების დასრულება გამორიცხულია, თუმცა ლესტერშირელები მის აგენტთან ინტენსიურ კონტაქტში არიან.

20 წლის ნიგერიელის შეძენასთან „ვესტ ჰემი“ საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ მის რიგებში გადასვლა თავად აიჰენაჩომ არ ისურვა.

თავის მხრივ ცნობილია, რომ აფრიკელ ფორვარდს მომავალი სეზონის „სიტიში“ დაწყება და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ უნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები