Aa
Aa
7 ივლისი 2017  |  11:55

"მშვიდობით" - ავთანდილ ხურციძის ემოციური წერილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს. მისი მიმართვა "ფეისბუქზე" სპორტსმენის მეგობარმა, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა.

"მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ. 

არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი - ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 

100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე კრივზე. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ. კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. აბა, მშვიდობით". - წერს ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ ხურციძეს ბრალად რუსულ კრიმინალურ სინდიკატთან კავშირი ედება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები