Aa
Aa

ტორესი "ატლეტიკოში" მომავალი წლის ზაფხულამდე დარჩება

ფერნანდო ტორესმა „ატლეტიკოსთან“ ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. მან კონტრაქტს ხელი გუშინ საღამოს მოაწერა.

33 წლის ტორესი „ათლეტების“ საწვრთნელ პროცესს დღეს შეუერთდება და მომავალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

„ელ ნინიოს“ „როხიბლანკოს“ რიგებში 293 თამაში აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 105 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები