სტარიჯი ერთ თვეს გამოტოვებს
Aa
Aa

სტარიჯი ერთ თვეს გამოტოვებს

„პრემიერ ლიგის“ გასულ ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრის დროს „ლივერპულის“ ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა დაზიანება მიიღო. ამის მიუხედავად ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებს შეუერთდა და სანაკრებო ბატალიებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. თუმცა ექიმებმა სტარიჯს თამაშის უფლება არ მისცეს და იგი კვლავ კლუბში დააბრუნეს.

როგორც სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, 25 წლის ფეხბურთელს მუხლის დაზიანება აქვს, რის გამოც სტარიჯი მოედანს დაახლოებით 1 თვით გამოაკლდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე გათამაშებაში „ლივერპულის“ ფორვარდს ტრავმები საკმაოდ ხშირად აწუხებს, რის გამოც ფეხბურთელმა მხოლოდ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქის კარის აღება კი მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები