Aa
Aa

ბრიტანული პრესა: "ევერტონი" "მანჩესტერის" წინადადებას დათანხმდა!

ბრიტანულმა slysports-მა და BBC-მ რამდენიმე წუთის წინ უახლესი ამბავი გაავრცელეს. ისინი იუწყებიან, რომ "ევერტონი" 75 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდა და რომელუ ლუკაკუ სულ მალე "მანჩსტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.

skysports-ის რეპორტიორის ჯეიმს კუპერის თქმით, ბელგიელი მანჩსტერში უახლოეს დღეებში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მხარეები მოასწრებენ, რომ ტრანსფერი კვირის ბოლომდე გააოფიციალურონ. სავარაუდოდ, ლუკაკუ "მანკუნიანელებს" შაბათის ვარჯიშზე შეუერთდება, ხოლო კვირას გუნდთან ერთად ამერიკულ მოსამზადებელ ტურნეში გაემგზავრება.

იმავე კუპერის ინფორმაციით, "ევერტონმა" თავისი ლიდერის შემცვლელის ძებნა უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანა.

24 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს მადრიდულმა Marca-მ დაწერა, რომ ალვარო მორატა სულ მალე "იუნაიტედის" ფეხბურთელად გამოცხადდება, თუმცა ლუკაკუს ტრანსფერი ამ გარიგებას საკმაოდ საეჭვოს ხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები