Aa
Aa

"მილანმა" კონტის ტრანსფერი შეათანხმა!

უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრეა კონტი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

რამდენიმე წუთის წინ Gazzetta Dello Sport-მა დაწერა, რომ "როსონერიმ" მის კლუბს სატრანსფერო ფასი შეუთანხმა და "ატალანტა" გარიგების სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს მიიღებს.

დიდი ალბათობით, 23 წლის განაპირა მცველი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის, ხოლო 11 ივლისს მილანელ თანაგუნდელებს საწვრთნელ პროცესში შეუერთდება.

კონტი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ახლახანს დაბრუნდა და ამჟამად არდადეგები აქვს.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" ასევე მატეო მუსაჩიო, რიკარდო როდრიგესი, ფრენკ კესიე, ანდრე სილვა, ჰაქან ჩალხანოღლუ და ფაბიო ბორინი დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები