ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი "უიმბლდონს" გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონის" 2017 წლის გათამაშებაზე გამოსვლა ტურნირის მე-2 წრეში დაასრულა.

იგი მსოფლიოს 29-ე ჩოგან ამერიკელ სემ ქუერისთან 4 სეტში - 4:6 6:4 3:6 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა 6 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 22 ვინერსთან ერთად, 30 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, მაშინც როცა მეტოქეს 32 ეისი, არცერთი ორმაგი შეცდომა, 49 ვინერსი და 16 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

ქართველმა "უიმბლდონის" მე-2 რაუნდში გასვლით 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც მომავალი კვირიდან ATP-ს რეიტინგის TOP 50-ში შესვლის საშუალებას მისცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები