ტევესმა შესაძლოა კარიერა „ატლეტიკოში“ გააგრძელოს
Aa
Aa

ტევესმა შესაძლოა კარიერა „ატლეტიკოში“ გააგრძელოს

როგორც ესპანური გამოცემა „AS“ იტყობინება, მადრიდის „ატლეტიკოს“ სამწვრთნელო შტაბს, გუნდში კარლოს ტევესის ხილვა სურს.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „როხიბლანკოს“ მთავარ მწვრთნელსა და „იუვენტუსის“ თავდამსხმელს შორის, სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. თუ რა შედეგით დასრულდა სიმეონესა და ტევესის საუბარი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

წლევანდელი სეზონი კარლოს ტევესისთვის, კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. არგენტინელმა თავდამსხმელმა, იტალიის ჩემპიონატში 20 გოლის გატანა მოახერხა და მისი გუნდის მიერ „სკუდეტოს“ მოპოვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. რაც შეეხება „ჩემპიონთა ლიგას“, „იუვენტუსმა“ ფინალამდე გააღწია, თუმცა მათდა სამწუხაროდ „ბიანკონერიმ“ „ბარსელონას“ დამარცხება ვერ შეძლო. თავად არგენტინელმა თავდამსხმელმა კი ტურნირი 7 გატანილი გოლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები