Aa
Aa

რუნის "ევერტონში" დაბრუნება რეალურია

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ლივერპულის „ევერტონი“ უეინ რუნისა და ოლივიე ჟირუს ტრანსფერებზე მუშაობს.

რუნისთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დიდი შანსია ის „გუდისონ პარკს“ 13 წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდეს. „კანფეტები“ „შრეკს“ წლიური ხელფასის სახით 13 მილიონ ფუნტს სთავაზობენ. მის ამჟამინდელ კლუბს კი ტრანსფერში 26.5 მილიონ ფუნტს უხდიან.

ლივერპულელები მეორე ფრონტზეც აქტიურობენ და „არსენალს“ ჟირუს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს შეთავაზება გაუმზადეს, თუმცა გუშინ დაიწერა, რომ ფრანგი თავდამსხმელი „მეთოფეთა“ ხელმძღვანელებს ელაპარაკა და „ემირეითს სთედიუმზე“ დარჩენა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ „ევერტონმა“ უკვე შეიძინა „აიაქსიდან“ დევი კლაასენი, „სანდერლენდიდან“ ჯორდან პიკფორდი და „მალაგადან“ სანდრო რამირესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები