რაიოლა: „პსჟ“ იბრაჰიმოვიჩს არ გაყიდის
Aa
Aa

რაიოლა: „პსჟ“ იბრაჰიმოვიჩს არ გაყიდის

ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ „მილანს“ მისი კლიენტის შეძენის შანსები არ აქვს. როგორც მოგეხსენებათ, „როსონერიმ“ ფრანგულ კლუბს შვედი ფორვარდის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა „პარი სენ ჟერმენს“ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის გაშვება არ სურს.

„ზლატანს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. „პარი სენ ჟერმენს“ კი მისი გაშვება არ სურს. გუნდის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ შვედის ტრანსფერი პირადად დაბლოკა. ასე რომ „მილანს“ იბრაჰიმოვიჩის შეძენის შანსები არ აქვს“ - განაცხადა მინო რაიოლამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები