Aa
Aa

ლაკაზეტმა "არსენალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

ალექსანდრ ლაკაზეტის ლონდონის "არსენალში" ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს.

ფეხბურთელი დღეს ინგლისის დედაქალაქში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ხოლო ხვალ 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

"მეთოფეებმა" "ლიონს" 52 მილიონი ფუნტი გადაუხადეს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. აქამდე სარეკორდო მესუთ იოზილის "ემირეითს სთედიუმზე" გადასვლა იყო, რომელიც "არსენალს" 42.5 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

26 წლის ლაკაზეტს მთელი კარიერა "ლიონში" ჰქონდა გატარებული და მისი მაისურით 250-ზე მეტი მატჩი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები