Aa
Aa

სებალიოსი "იუვენტუსსაც" მოუნდა

სევლიური „ბეტისის“ 20 წლის ნახევარმცველ დანი სებალიოსისთვის ბრძოლაში ტურინის „იუვენტუსიც“ ჩაერთო.

„ბებერი ქალბატონი“ ფეხბურთელის აგენტს დაეკონტაქტა და უთხრა, რომ მზადაა სებალიოსის ტრანსფერში „ბეტისს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. გარდა ამისა, პირადად აგენტს დამატებით სოლიდურ თანხას დაპირდა, რათა მან ახალგაზრდა მოთამაშე სწორედ „იუვეში“ ტრანსფერზე დაიყოლიოს.

როგორც ცნობილია, თავად სებალიოსს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს, რომელიც მის კლუბთან მოლაპარაკებებს ამჟამადაც აწარმოებს.

დანი სებალიოსი რამდენიმე დღის წინ დასრულებული ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მადრიდულმა AS-მა გუშინ დაწერა, რომ „ბეტისის“ ვიცე-პრეზიდენტს „ბარსელონადანაც“ დაუკავშირდნენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები