Aa
Aa

"მანჩესტერის" კიდევ ერთი შეთავაზება

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ივან პერიშიჩის ტრანსფერის თაობაზე „ინტერს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა.

როგორც ირკვევა, ინგლისელებმა „ნერაძურის“ 40 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსები შესთავაზეს, თუმცა პრესაში ვარაუდობენ, რომ „ინტერი“ ამ წინადადებას არ დათანხმდება, რადგან მას ჯამური 50 მილიონი ევროს მიღება სურს.

პერიშიჩის ტრანსფერზე „მანკუნიანელები“ დიდი ხანია მუშაობენ. მისი დამატების მთავარი ინიციატორი ჟოზე მოურინიოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები