ბასილაშვილმა
Aa
Aa

ბასილაშვილმა "უიმბლდონი" გამარჯვებით დაიწყო!

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონის" 2017 წლის გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.

მან მსოფლიოს მე-80 ჩოგანი არგენტინელი კარლოს ბერლოკი 3 სეტში 6:4 7:6 6:1 დაამარცხა და შემდეგი წრის საგზური მოიპოვა.

ნიკოლოზმა 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 73%, ხოლო მეორეზე 53% მოიგო. ბადესთან 19-დან 12 ქულა აიღო, ხოლო ბრეიკ-პოინტების რეალიზაცია 11-დან 5-ია.

ქართველმა აღნიშნული მოგებით 45 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

25 წლის ბასილაშვილი "უიმბლდონის" მეორე წრეში ამერიკელ სემ ქუერის შეხვდება, რომელმაც თავისი მატჩი ასევე 3 სეტში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები