Aa
Aa

სანდრო რამირესი "ევერტონში" გადადის

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი სანდრო რამირესი პრემიერ ლიგის კლუბ „ევერტონში“ გადავიდა.

მისი ტრანსფერი „მალაგამ“ და „ევერტონმა“ გუშინ ღამით დაადასტურეს.

რამირესი ლივერპულში უახლოეს დღეებში ჩავა და 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

21 წლის რამირესმა „მალაგას“ მაისურით ლა ლიგის გასულ სეზონში 30 თამაშში 14 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები