Aa
Aa

"ბარსა" და ბონუჩი რეალურია?

ბრიტანული Daily Mirror-ის ინფორმაციით, ლეონარდო ბონუჩის შეძენის ყველაზე კარგი შანსი კატალონიის „ბარსელონას“ აქვს.

რამდენიმე დღის წინ ტურინულმა გამოცემა Tuttosport-მა დაწერა, რომ „ბარსას“ წარმომადგენლები ბონუჩის აგენტს დაუკავშირდნენ და მასთან შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს.

აღნიშნული ცნობა ასევე კატალონიურმა Sport-მაც გამოაქვეყნა.

ბონუჩის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მის ტრანსფერზე მადრიდის „რეალი“ და ლონდონის „ჩელსიც“ მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები