ნავასი:
Aa
Aa

ნავასი: "სიკვდილამდე ვიბრძოლებ"

მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასმა კლუბში მის შესაძლო კონკურენტის მოყვანაზე ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ვიცი, რომ კლუბში შესაძლოა უმაღლესი კლასის მეკარე მოიყვანონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე სათადარიგოობას შევეგუები.

ძირითადი შემადგენლობისთვის სიკვდილამდე ვიბრძოლებ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩემი კონკურენტი". - განაცხადა ნავასმა.

კოსტა რიკელი გოლკიპერი "სამეფო კლუბში" 2014 წელს გადავიდა, მას შემდეგ მისი ძირითადის უცვლელი წევრია და ბოლოდროინდელ წარმატებებში წონადი წვლილიც აქვს შეტანილი.

შეგახსენებთ, რომ "რეალს" დავიდ დე ხეას, ჯანლუიჯი დონარუმას ან ტიბო კურტუას დამატება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები