ბასილაშვილი დღეს
Aa
Aa

ბასილაშვილი დღეს "უიმბლდონზე" გამოსვლას იწყებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც დღეს გამოქვეყნებულ ATP-ს რეიტინგში 54-ე პოზიციაზეა, "უიმბლდონის" ძირითად ბადეში ერთვება და ის კორტზე პირველსავე სათამაშო დღეს გამოდის.

ქართველის მეტოქე არგენტინელი კარლოს ბერლოკი იქნება. ბერლოკი 34 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში მე-80 პოზიციას იკავებს, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი 2012 წლის მარტში ჰქონდა, როცა მსოფლიოს 37-ე ჩოგანი გახლდათ. მან "უიმბლდონის" ძირითად ბადეში 7-ჯერ ითამაშა და არცერთი (!!!) თამაში არ მოუგია.

შეხვედრა დღეს თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება და იგი "უიმბლდონის" მე-9 კორტზე ჩატარდება.

ამ მატჩის გამარჯვებული მეორე წრეში სემ ქუერისა და ტომაზ ფაბიანოს შეხვედრაში მოგებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები