კარლო ანჩელოტი:
Aa
Aa

კარლო ანჩელოტი: "ტოლისო ფლობს იმ თვისებებს, რომლითაც მას..."

მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ, გუნდის პირველ შენაძენზე კორენტინ ტოლისოზე ისაუბრა.

"ტოლისო ძალიან ძლიერი ნახევარმცველია. ის უნივერსალია, რომელსაც აქვს კარგი პასი. იგი, კარგად ერთვება შეტევებში და რთულ სიტუაციაში ზუსტად არჩვენს პოზიციას. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ვფიქრობ, რომ იგი კიდევ მოუმატებს".

"ტოლისო ფლობს იმ თვისებებს, რომლითაც მას შეუძლია შეცვალოს ჩაბი ალონსო". - განაცხადა ანჩელოტიმ FourFourTwo-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფრანგი ნახევარმცველი მიუნხენის "ბაიერნმა", "ლიონიდან" 41.5 მილიონად შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები