ჩილე vs გერმანია - უკვე მეორედ, ამჯერად ფინალში
Aa
Aa

ჩილე vs გერმანია - უკვე მეორედ, ამჯერად ფინალში

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, მოსკოვში კონფედერაციათა თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს, მსოფლიო ჩემპიონი გერმანია და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ჩილე შეერკინებიან.

ყველას გვახსოვს, რომ მათი პირველი დაპირისპირება ჯგუფურ ეტაპზე შედგა და 1-1 დასრულდა. იმ შეხვედრაში, ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ფრე აწყოდათ და თავი არცერთს შეუწუხებია. დღეს კი გუნდები, სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში არიან და ამჯერად, აფიშა უშეღავათო ბრძოლას გვპირდება.

ორივე ფინალისტი საბრძოლო შემადგენლობით იქნება. ვნახოთ, მოახერხებენ თუ არა ჩილელები, არგენტინისა და პორტუგალიის შემდეგ გერმანელთა ძლევასაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები