Aa
Aa

"მან თქვა კი" - დანილო "იუვესთან" ერთ ნაბიჯშია!

ტურინის "იუვენტუსმა" ბრაზილიელ განაპირა მცველ დანილოსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

"ბებერ ქალბატონს" ბოლო დღეებში ფეხბურთელის აგენტთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა. საბოლოოდ მხარეებმა 5 წლიან კონტრაქტზე და წლიურად მილიონი ევროს ოდენობის ხელფასზე მოილაპარაკეს.

იტალიელებს ერთადერთ ბარიერად "რეალთან" შეთანხმება დარჩათ, რომელიც ტრანსფერში 30 მილიონ ევროს ითხოვს, არადა რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ეს თანხა 20 მილიონი ევრო იყო.

აპენინური პრესის თქმით, "იუვენტუსს" ორი გეგმა აქვს - ფასის დაკლება, ან ფეხბურთელის იჯარით აყვანა გამოსყიდვის უფლებით.

როგორც ირკვევა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები დადებითად მიდის და მათ შეთანხმება არ გაუჭირდებათ.

25 წლის დანილო "სამეფო კლუბში" 2015 წელს "პორტუდან" გადავიდა. მასში მადრიდელებმა 31.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები