კაბალიერო და რუდიგერი
Aa
Aa

კაბალიერო და რუდიგერი "ჩელსიში" ითამაშებენ

ვეტერანი არგენტინელი მეკარე ვილი კაბალიერო ლონდონის "ჩელსის" ღირსებას დაიცავს.

აღნიშნული გარიგება "ლურჯების" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა და დაწერა, რომ კაბალიერო "სტემფორდ ბრიჯზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.

"ბედნიერი ვარ, რომ "ჩელსის" შევუერთდი და ინგლისის ჩემპიონ კლუბში ვითამაშებ". - მოკლე კომენტარი თავად 35 წლის გოლკიპერმაც გააკეთა.

კაბალიერო ტიბო კურტუას დულიორი იქნება. მოგეხსენებათ, რომ ასმირ ბეგოვიჩმა "ჩელსი" დატოვა და "ბორნმუთში" გადავიდა.

მეორე და უფრო ხმაურიანი ტრანსფერი ლონდონელებმა ცოტა ხნის წინ შეათანხმეს.

მათ იტალიური "რომადან" გერმანელი მცველი ანტონიო რუდიგერი 37 მილიონ ევროდ შეიძინეს.

24 წლის რუდიგერი ლონდონში ორშაბათს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "არისტოკრატებთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები