გერმანია ევროპის ჩემპიონია!
Aa
Aa

გერმანია ევროპის ჩემპიონია!

პოლონეთში გამართული ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი გერმანიის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში აღიარებული ფავორიტი ესპანეთი 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა ესპანელთა საგრძნობი უპირატესობით დაიწყო და თითქოს მათ საბოლოო გამარჯვებაში მეტოქე ვერ შეეცილებოდა, თუმცა მატჩის მე-40 წუთზე ვაიზერმა ერთადერთი გოლი გაიტანა და ტიტული გერმანიის გზას გაუყენა.

გერმანიის ნაკრები ამ ასაკში ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა ნახევარმცველი დანი სებალიოსი დასახელდა, რომლის ტრანსფერზეც "რეალი" და "ბარსა" უკვე მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები