ოფიციალურად: კვერკველია
Aa
Aa

ოფიციალურად: კვერკველია "ლოკომოტივის" ფეხბურთელია!

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია მოსკოვის "ლოკომოტივის" სრულუფლებიანი წევრია. დედაქალაქელებმა იგი ყაზანის "რუბინისგან" გამოისყიდეს.

მოსკოვური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ტანმაღალმა მცველმა "ლოკოსთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 

25 წლის კვერკველიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ "რკინიგზელთა" რიგებში გაატარა და მისი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი ფეხბურთელი იყო.

ქართველმა უკანახაზელმა კლუბის მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა და მასთან ერთად რუსეთის თასიც მოიგო.

დავამატოთ ისიც, რომ "ლოკომოტივი" მომავალ სეზონში "ევროპა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები