იკარდიმ „ინტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

იკარდიმ „ინტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

მილანის „ინტერის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ კლუბთან კონტრქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ნერიაძურის“ ოფიციალური საიტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ იკარდი „ინტერში“ 2013 წელს გენუის „სამპდორიადან“ გადავიდა. წლევანდელ სეზონში არგენტინელმა შავ-ლურჯი მაისურით 22 გოლის გატანა შეძლო და სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი ლუკა ტონისთან ერთად დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები