Aa
Aa

ვან პერსი პრემიერ ლიგაში ბრუნდება?

სრულიად ბრიტანული პრესის თქმით, რობინ ვან პერსი დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში დაბრუნდება.

მასთან მოლაპარაკებებს ლონდონური „კრისტალ პალასი“ აწარმოებს, რომლის თავკაცად რამდენიმე დღის წინ ვან პერსის თანამემამულე ფრანკ დე ბური დაინიშნა.

33 წლის ვან პერსი „ფენერბაჰჩეს“ საკუთრებაა, თუმცა უკმაყოფილოა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ხშრად უწევს.

ასე რომ, გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არაა და წესით ინგლისელებს მასთან შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები