Aa
Aa

სნეიდერი "სამპდორიას" შეუთანხმდა

იტალიური პრესის ცნობით, ვესლი სნეიდერმა გენუის „სამპდორიასთან“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვეტერანი ჰოლანდიელი ნახევარმცველი „სამპასთან“ 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიურად ხელფასის სახით 2.5 მილიონ ევროს აიღებს.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერი იტალიის ჩემპიონატში 2009-2013 წლებში თამაშობდა და „ინტერის“ ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც 2010 წელს „ტრებლი“ შეასრულა, რაც ქვეყნის ჩემპიონატისა და თასის, ასევე „ჩემპიონთა ლიგის“ მოგებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები