„მონაკომ“ და „ჩელსიმ“ შესაძლოა ფალკაოს არენდა შეათანხმონ
Aa
Aa

„მონაკომ“ და „ჩელსიმ“ შესაძლოა ფალკაოს არენდა შეათანხმონ

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, შესაძლოა ლონდონის „ჩელსიში“ აღმოჩნდეს. როგორც „Daily Star“ იუწყება, „არისტოკრატებმა“ „მონაკოს“ ხელმძღვანელობასთან ფალკაოს არენდა ფაქტიურად უკვე შეათანხმეს. ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ თავად ფეხბურთელმა „ჩელსიში“ თამაშის სურვილი ღიად გამოთქვა და ამის გამო ხელფასის შემცირებაზეც თანხმობა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები