Aa
Aa

ზიდანი "ალავესში" გადავიდა

ზინედინ ზიდანის ვაჟი ენცო ზიდანი კარიერას „ალავესში“ გააგრძელებს. იგი ბასკურმა კლუბმა „რეალისგან“ ოფიციალურად შეიძინა, თუმცა კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც მადრიდელებს მომდევნო 3 სეზონში მისი გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

ენცო 22 წლისაა და ამპლუით ნახევარმცველია. ის 2014-2017 წლებში „რეალის“ მეორე გუნდის რიგებში თამაშობდა და მისი მაისურით ჩატარებულ 78 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.

„ალავესში“ ზიდანის პრეზენტაცია მომავალ კვირას შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები