Aa
Aa

წლის ქორწილი - დიდი სტუმრიანობა როსარიოში

ლიონელ მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში, დღეს, მსოფლიოს 5 გზის საუკეთესო ფეხბურთელი თავის ბავშვობის შეყვარებულ ანტონელა როკუცოზე ქორწინდება.

Hotel City-Center Casino-ში გასამართ საზეიმო ცერემონიაზე 260 სტუმარია მიწვეული. მათ შორის პიკე, შაკირა, პუიოლი, ეტოო, ბუსეტსი, "ბარსას" ყოფილი მეკარე პინტო, რომელიც მესის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, გაბრიელ მილიტო, სერხიო აგუერო, ხორდი ალბა, ფაბრეგასი, ჩავი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ მესიმ ქორწილში "ბარსას" პრეზიდენტი ხოსეპ-მარია ბარტომეუ, ლუის ენრიკე და დიეგო მარადონა არ მიიწვია.

ქორწილის საცეკვაო და მუსიკალურ ნომრებში სერხიო აგუეროს მეუღლე კარინა ტეხედაც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ცნობილი მომღერალია.

ფეხბურთელის საცოლე ანტონელა ესპანელი დიზაინერის როზა კლარას კაბას მოირგებს. კლარა ისეთი ადამიანების პირადი დიზაინერია, როგორებიც პოპულარული მსახიობი ევა ლონგორია და ესპანეთის დედოფალი ლეტიცია არიან.

ცერემონიაზე 155 აკრედიტებული ჟურნალისტი იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები