კონფედერაციათა თასი - მეორე ფინალისტიც ცნობილია!
Aa
Aa

კონფედერაციათა თასი - მეორე ფინალისტიც ცნობილია!

რუსეთში მიმდინარე FIFA-ას კონფედერაციათა თასზე, მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკკვა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა, კონკაკაფის ზონის ჩემპიონ მექსიკას, ძალიან ადვილად 4-1 სძლია.

გადახალისებული შემადგენლობით მყოფი გერმანიის ნაკრებისგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა.

გერმანელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს. მეექვსე და მერვე წუთებზე ლეონ გორეცკამ დუბლი შეასრულა და გერმანელთა უპირატესობა კომფორტული გახადა.

მატჩის მეორე ტაიმი კვლავაც მსოფლიო ჩემპიონების უპირატესობით დაიწყო და 59-ე წუთზე, ტიმო ვერნერმა მექსიკას მესამე გოლი გაუტანა.

შეხვედრის მიწურულს მექსიკელები გააქტიურდნენ და 89-ე წუთზე მარკო ფაბიანომ ტერ შტეგენის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, რასაც ამინ იანისმა 91-ე წუთზე უპასუხა და საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.

ამრიგად, 2 ივლისს ფინალში, ერთმანეთს ჩილე და გერმანია დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები