Aa
Aa

მანოლასის "ზენიტში" ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტმა" კოსტას მანოლასის დამატებაზე უარი თქვა. ტრანსფერი შეთანხმებული იყო და სულ მალე ოფიციალურადაც გაფორმდებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, მანოლასმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

პოპულარული სააგენტო Sportitalia ამ საკითხზე განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს და წერს, რომ მანოლასს ხელფასის ევროებით მიღება სურდა და არა - რუსული რუბლებით. "ზენიტმა" ფეხბურთელს ეს სურვილი არ შეუსრულა და ზედმეტი პრინციპულობა არ აპატია.

შეგახსენებთ, რომ "ზენიტი" "რომას" მანოლასში 35 მილიონს უხდიდა.

ასე რომ, 26 წლის ბერძენი მცველის მსურველ კლუბებს - "ინტერს", "ჩელსისა" და "მანჩესტერს" გააქტიურება მართებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები