Aa
Aa

დელოფეუ "ბარსელონაში" დაბრუნებაზე უარს ამბობს

ხერარდ დელოფეუ „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, თამაში სურს და „ბარსაში“ ამის შანსი არ ექნება, შესაბამისად, ურჩევნია კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერში მთავარი სიტყვა „ბარსელონაზეა“, რომელსაც დელოფეუს „ევერტონიდან“ გამოსყიდვის უფლება აქვს და საამისოდ მხოლოდ 10.5 მილიონი ევროა საჭირო.

ესპანელ ვინგერს „ევერტონთან“ კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს, მისი სამსახურით „იუვენტუსი“ და „მილანი“ არიან დაინტერესებული.

გასული სეზონის მეორე ნახევარი დელოფეუმ სწორედ „როსონერიში“ გაატარა. მან „სან სიროზე“ დაბრუნების სურვილი ღიად გამოხატა და „მილანს“ დაუკავშირდა, რომ „ევერტონთან“ სატრანსფერო მოლაპარაკებები წამოეწყო. ბუნებრივია, რომ 23 წლის შემტევის გამოსყიდვა თავად იტალიურ კლუბსაც სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები