Aa
Aa

"ბარსას" ერთ-ერთი ვარიანტი სოარეშია

„ბარსელონა“ მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებს.

როგორც ესპანური პრესა წერს, იმ შემთხვევაში თუკი ექტორ ბელერინის „ნოუ კამპზე“ გადაყვანა არ გამოვა, „ბლაუგრანა“ „საუთჰემპტონის“ მცველ სედრიკ სოარეშის ტრანსფერზე იმუშავებს.

პორტუგალიელ ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გადაბირება ტურინის „იუვენტუსსა“ და ლონდონის „ტოტენჰემსაც“ სურთ.

მეორე მხრივ აღსანიშნავია, რომ „სოტონის“ ახალ მთავარ მწვრთნელ მაურისიო პელეგრინოს სოარეშის გუნდიდან გაშვება არ უნდა.

25 წლის სედრიკი „წმინდანთა“ შემადგენლობაში 2 წლის წინ ლისაბონის „სპორტინგიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები