Aa
Aa

სებალიოსი "რეალთან" ახლოსაა

მადრიდის „რეალი“ ახალგაზრდა ნახევარმცველ დანი სებალიოსის შეძენასთან ახლოსაა. 20 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე თანხმობას აცხადებს, შესაბამისად, „ბლანკოსს“ მოსაგვარებელი სატრანსფერო ფასი აქვს.

სებალიოსის გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევროა, თუმცა გამოცემა AS ვარაუდობს, რომ „რეალს“ მეტის გადახდა მოუწევს, რადგან მას ფეხბურთელის ამჟამინდელ კლუბ „ბეტისთან“ არცთუ თბილი ურთიერთობა აქვს.

ესპანელი ნახევარმცველი „რეალთან“ მინიმუმ 5 წლიან კონტრაქტზეა შეთანხმებული, თუმცა თუ ტრანსფერი შედგა, ის მომავალ სეზონს ისევ „ბეტისის“ რიგებში იჯარის წესით გაატარებს.

სებალიოსი ამჟამად ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც ესპანეთი ხვალ ფინალში გერმანიას შეხვდება. სევილიური კლუბის ლიდერი მიმდინარე ტურნირზე 4-დან 3 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები