Aa
Aa

კურტუას აგენტმა "რეალთან" კონტაქტი დაადასტურა

ტიბო კურტუას აგენტმა მადრიდის „რეალის“ ინტერესი და მასთან მოლაპარაკებები დაადასტურა.

„ტიბოს მიმართ ინტერესს ევროპული ფეხბურთის გრანდები გამოხატავენ, რომელთა შორის „ჩემპიონთა ლიგის“ გამარჯვებული მადრიდის „რეალიცაა“.

მე მათ ხელმძღვანელებს რეგულარულად ვხვდები. ჩემი როლია მათ ტიბოს შესახებ ახალი ცნობები მივაწოდო“. - განუცხადა ბელგიურ ჟურნალ Sport-ს კურტუას აგენტმა.

როგორც ცნობილია, „ჩელსის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე კურტუას გაყიდვის წინააღმდეგია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები